ლიონმა მეცს მოუგო | რა შეფასება დაიმსახურეს ქართველებმა?
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება შედგა. გიორგი მიქაუტაძის ლიონმა, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის მეცს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
სამივე ქართველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მიქაუტაძემ სრულად ითამაშა, ხოლო წიტაიშვილი და აბუაშვილი ერთად, 62-ე წუთზე შეცვალეს.
ლიონი პირველ ტაიმში უკვე 2:0-ს იგებდა. 25-დან 30-ე წუთამდე შუალედში ჯერ ფოფანამ გაიტანა, შემდეგ კი ტოლისომ. მეორე ტაიმში, შეხვედრის ბოლო გოლი, შეცვლაზე შემოსულმა ჩეხმა ნახევარმცველმა, ადამ კარაბეკმა შეაგდო.
ქართველებს გამორჩეული თამაში არ ჰქონიათ - გიორგი მიქაუტაძემ მათ შორის ყველაზე მაღალი 7.5 შეფასება დაიმსახურა. აბუაშვილმა და წიტაიშვილმა კი შესაბამისად, 6.6 და 6.3 ქულა.
ლიონი შემდეგ ტურში მარსელს უმასპინძლებს, მეცი კი პარიზს ესტუმრება.
𝗢𝗻 𝗲𝗻𝗰𝗵𝗮𝗶𝗻𝗲 𝗮̀ 𝗹𝗮 𝗺𝗮𝗶𝘀𝗼𝗻 🤩
— Olympique Lyonnais (@OL) August 23, 2025
De retour au @GroupamaStadium, nos Gones poursuivent leur sans-faute dans ce début de championnat en s’imposant avec la manière face au FC Metz ! 🔥🔴🔵
6 points sur 6, quel départ canon ! 💥
3-0 #OLFCM pic.twitter.com/6fWMM52MIP