ლიონი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასს ასახელებს, მაგრამ რომა მაქსიმუმ 25 მილიონის გადახდას აპირებს
ლიონის ქართველი ფეხბურთელის გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ ლიონი 40 მილიონ ევროს ითხოვს, ინფორმაციას Corriere Dello Sport ავრცელებს. წყაროს ცნობით რომას სპორტული დირექტორი, ფრედერიკ მასარა 4 მოთამაშეს აკვირდება, ესენია: მარჯვენა მცველი, ცენტრალური მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი.
რომაული გუნდი შეტევაში გიორგი მიქაუტაძის და ნიკოლა კრსტოვიჩის ვარიანტებს განიხილავს, მაგრამ როგორც სპორტული გამოცემა იტყობინება, გუნდებმა მათთვის საკმაოდ მაღალი ფასი მოითხოვეს. ქართველი ფეხბურთელი ლიონურმა გუნდმა 40 მილიონ ევროდ შეაფასა, მაგრამ რომას ეძვირა და მაქსიმუმ 25 მილიონ ევროს გადახდას აპირებს. იტალიური გუნდი კიდევ ერთ ვარიანტს განიხილავს, ჯალოროსი ბრაიტონის თავდამსახმელის ივან ფერგიუსონის ტრანსფერზეც მუშაობს, რადგან უფრო იაფია და ასევე შესაძლებელია მისი იჯარით აყვანა.
რაც შეეხება ნახევარმცველის პოზიციის ფეხბურთელს, რომა ლენსის მაროკოელ ფეხბურთელზე ნეილ ელ აინაუიზე და ბრაიტონის დანიელ მეტ ო'რაილზე ფიქრობს.
იტალიური გუნდის ინტერესს იწვევს ნიკოლას ტალიაფიკოს ვარიანტიც, რომელიც ამჯერად უგუნდოდაა და შეუძლია როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალურ მცველად თამაში.