მხოლოდ 1 წუთი კომოდან | როგორია იტალიელი ფეხბურთელების ნათამაშები წუთები სერია A-ში
იტალიის სერია A-ში 29 ტურიც მიილია და საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა. ცხრილში 20 გუნდია და თითოეულ მათგანში არაერთი იტალიელი თამაშობს, მაგრამ გამონაკლისი ბოლო წლების აღმოჩენა სესკ ფაბრეგასის გაწვრთნილი კლუბი კომოა.
შემოგთავაზებთ საინტერესო სტატისტიკას, სადაც სერია A-ში იტალიელი ფეხბურთელების ნათამაშები წუთებია დათვლილი, უნდა აღინიშნოს, რომ კომოს ერთადერთ იტალიელ ფეხბურთელს, ედოარდო გოლდანიგოს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 წუთი აქვს ნათამაშები.
სრულად, თითოეულ გუნდში მოთამაშე იტალიელების წუთები:
კალიარი - 18 868 წუთი
კრემონეზე - 16 212 წუთი
ფიორენტინა - 14 873 წუთი
პიზა - 12 895 წუთი
ლაციო - 12 255 წუთი
ატალანტა - 10 906 წუთი
ბოლონია - 9 347 წუთი
ნაპოლი - 9 269 წუთი
ინტერი - 8 711 წუთი
იუვენტუსი - 8 657 წუთი
რომა - 8 474 წუთი
ჯენოა - 7 970 წუთი
პარმა - 7 754 წუთი
ლეჩე - 6 705 წუთი
სასუოლო - 5 840 წუთი
მილანი - 4 924 წუთი
უდინეზე - 4 787 წუთი
ტორინო - 4 438 წუთი
ვერონა - 4 137 წუთი
კომო - 1 წუთი