ლიგა 1-სკენ გზაზე სენტ-ეტიენის მეტოქე გაირკვა
ლიგა 1-ის ბოლო ტურის შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გასავარდნ ზონასთან მყოფი გუნდებისთვის. ლე ავრმა და ოსერმა საკუთარი შეხვედრები მოიგეს, შესაბამისად, მომავალ სეზონშიც ლიგა 1-ში ითამაშებენ, მე-16 ადგილზე კი ნიცა გავიდა, რომელსაც თავის გადასარჩენად სენტ-ეტიენის დამარცხება მოუწევს.
ელიტაში გადამსვლელ ნახევარფინალში სენტ-ეტიენმა როდეზი დაამარცხა (0:0 / პენალტების სერია - 7:6), ფინალში კი ნიცას შეხვდება. ამჯერად, ფინალური დაპირისპირება 2-მატჩიანი იქნება და პირველ თამაშს 26 მაისს, სენტ-ეტიენი უმასპინძლებს, განმეორებითი მატჩი კი 3 დღეში გაიმართება.
ზურიკო დავითაშვილს, რომელიც ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ნიცას წინააღმდეგ 1 გოლი აქვს გატანილი - საფრანგეთის თასზე.
🆚 Les Verts sont fixés : le barrage d’accession à la @Ligue1 les opposera au Nice de Claude Puel. 👊💚
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) May 17, 2026
Rendez-vous programmés les 26 et 29 mai prochains. 🗓️ pic.twitter.com/cQhdXdyVhQ