Belive

დემბელეს ტრავმის სირთულე ცნობილია - ითამაშებს თუ არა ფრანგი ლიგის ფინალში?!

3 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, პსჟ თანაქალაქელ პარიზს ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებამ შემადგენლობის დაყენების შესახებ, პარიზელ გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან და რადგანაც მან სასტარტო XI-ეულში გუნდის ლიდერები დააყენა და მხოლოდ რამდენიმე ვარსკვლავი დაასვენა, იმის გათვალისწინებთ, რომ წინ სეზონის მთავარი მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალია.

მატჩის 27-ე წუთზე ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა - უსმან დემბელემ, რომელიც მოედნიდან სასწარაფოდ გაიყვანეს.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსმან დემბელე მოედნიდან სიფრთხილის ზომების გამო დატოვა, სამედიცინო კვლევები უახლოეს საათებში ჩატარდება, თუმცა ექიმების თქმით, ტრავმა სერიოზული არ არის და 29 წლის შემტევს მხოლოდ კუნთების დაჭიმულობა/დაღლილობა დაუფიქსირდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სულ რაღაც 12 დღე რჩება და ამის გამო, პარიზში დემბელეს ტრავმის შესახებ დიდი აურზაურია, თუმცა ყველაფერი სულ რამდენიმე საათში გაირკვევა და 99%-ით დემბელე ფინალში თამაშს პირველივე წუთებიდან შეძლებს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, რომელსაც 'პუშკაშ არენა' უმასპინძლებს.

სხვა სტატიები