იოშკო გვარდიოლი სიტიში 2031 წლამდე დარჩება
მანჩესტერ სიტის ცენტრალურმა მცველმა იოშკო გვარდიოლმა "ქალაქელებთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. იოშკო "ეტიჰად სთეიდიუმზე" 2031 წლამდე დარჩება. როგორც სხვადასხვა წყაროები იტყობინებიან, ხორვატის ანაზღაურება საგრძნობლად გაიზრდება.
🚨 Joško Gvardiol and his agent Marjan Sisic were in Manchester today to sign his new contract at Man City until 2031.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) July 27, 2026
The deal includes a significant salary increase.
An official club announcement will follow.
(Source: @Plettigoal) pic.twitter.com/eP1owNuzdj
მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, იოშკოს წასვლის შესახებ ბევრი იწერებოდა. მისი დამატების მთავარი მსურველი მადრიდის რეალი იყო, თუმცა, მანჩესტერულმა კლუბმა წამყვანი მოთამაშის შენარჩუნება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლმა სიტისთან ერთად 122 მატჩი გამართა. ამ დროის განმავლობაში მან პრემიერ ლიგა, EUFA-ს სუპერ თასი, FIFA საკლუბო ჩემპიონატი და ინგლისის ლიგის თასი მოიგო.