კვარას საგოლე გადაცემა პსჟ-ს არ ეყო - პარიზელები მონაკოსთან დამარცხდნენ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში, პსჟ-მ მონაკოს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, პარიზელებმა პირველად ითამაშეს საკუთარ მოედანზე - ამის გარდა, მათ უკანასკნელი 4 მატჩიდან (უეფას სუპერთასის შემდეგ) ვერცერთი ვერ მოიგეს (წაგება ლანსთან საფრანგეთის სუპერთასზე, ხოლო ორი ფრე და დღევანდელი წაგება ლიგა 1-ში).
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო (განსხვავებით წინა ტურისგან, ლილთან ქართველი მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შემოვიდა), ხოლო ლუის ენრიკემ ის 68-ე წუთზე, მიკა გოდტსით ჩაანაცვლა. ანგარიში პარიზელებმა 31-ე წუთზე გახსნეს, კვარას პასით მარკინიოსმა გაიტანა (ეს ქართველის პირველი საგოლე მოქმედება იყო ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში). პირველი ტაიმი ასეც დასრულდა, თუმცა მეორეში სტუმრებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და თამაში შემოატრიალეს.
ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა (ხმების 24% მიიღო), ხოლო მისი შეფასება 7.8/7.9 ქულაა (sofascore-სა და whoscored-ის მიხედვით).
პსჟ-ს მომდევნო მატჩი 9 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში, ბრატისლავის სლოვანის წინააღმდეგ ელოდება.
⏱️ 95’ I Paris s'incline. #PSGASM 1️⃣-2️⃣ I #Ligue1 pic.twitter.com/sD01GyPbhh
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) September 4, 2026