პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობის მეკარე შესაძლოა შევალიე გახდეს
პარი სენ-ჟერმენმა 2026/27 წლების სეზონი მძიმედ დაიწყო, ამიტომ შესაძლოა ძირითადი შემადგენლობის მეკარე შეიცვალოს, ამის შესახებ უკვე არაერთი მედია საშუალება წერს. ერთ-ერთი კი ასეთი ფრანგული სპორტული გამოცემა L'equipe-ია.
პსჟ მატვეი საფონოვის შეცვლას აქტიურად განიხილავს, მის მთავარ შემცვლელად კი რა თქმა უნდა ლუკას შევალიე სახელდება, რომლის სათადარიგო მოთამაშედ ყოფნა ჯერ კიდევ მაშინ იყო გასაკვირი როდესაც პარიზულმა კლუბმა ის შეიძინა. პარი სენ-ჟერმენმა ფრანგი მეკარე 2025 წელს ლილიდან 40 მილიონ ევროდ იყიდა და ყველას თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის მეკარედ წარმოედგინა, მაგრამ ლუის ენრიკემ საფონოვი ამჯობინა და მოლოდინი რუსმა მეკარემ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გაამართლა.
ჯერ ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ პსჟ-ს ამ წარუმატებელი სტარტის მთავარ დამნაშავედ ყველა მატვეი საფონოვს ასახელებს და დიდი შანსია მან ძირითადი შემადგენლობის ადგილი დაკარგოს.
Auteur d'un début de saison compliqué avec le PSG, Matveï Safonov peut-il perdre sa place de gardien titulaire au profit de Lucas Chevalier ?
— L'Équipe (@lequipe) September 5, 2026
➡️ https://t.co/tHJtczskHL pic.twitter.com/vMgGKghR2o
პსჟ-მ ახალი სეზონი უეფას სუპერთასის გამარჯვებით გახსნა (ასტონ ვილასთან 2:1) და ტიტული მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ გუნდს საერთოდ არაფერი გამოსდის. დამარცხდა ლანსთან საფრანგეთის სუპერთასის ფინალში (1:0), ფრედ ითამაშა ზედიზედ 2 ლიგა 1-ის შეხვედრა ჯერ რენთან, შემდეგ კი ლილთან ორივე ერთნაირი ანგარიშით - 2:2. ჯერ ჯერობით უკანასკნელი ტურის შეხვედრაში მონაკოსთან კი საკუთარ არენაზე 1:2 დამარცხდა.