Belive

"დავითაშვილის ტრანსფერით 6 კლუბი ინტერესდება" - ფრანგული მედია

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის წლევანდელ სეზონში 14 გოლი გაიტანა და თანაგუნდელები 5 საგოლე გადაცემით მოამარაგა, რაც სენტ-ეტიენის მოთამაშეთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია - სწორედ დავითაშვილის უდიდესი დამსახურებაა, რომ კლუბი ლიგა 1-ში ასასვლელი პლეი-ოფის ფინალშია, სადაც ნიცას დაუპირისპირდება.

იმ შემთხვევაში, თუ სენტ-ეტიენი ნიცას ბარიერს ვერ დაძლევს, კლუბს ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ფრანგულ მედიაში აქტიურად აპელირებენ იმის შესახებ, რომ დავითაშვილის ტრანსფერით სხვადასხვა კლუბები ინტერესდებიან. მსურველთა შორის, როგორც ფრანგული, ასევე ინგლისური, პორტუგალიური, ბერძნული და თურქული კლუბებია.

სენტ-ეტიენთან დაკავშირებული ადგილობრივი გამოცემა აღნიშნავს, რომ ზურიკო დავითაშვილის შეძენა ლილს, მონაკოს, ევერტონს, ბენფიკას, ოლიმპიაკოსსა და ბეშიქთაშს სურთ - წყაროს მტკიცებით, მოწინავე თურქული კლუბია, რომელიც ქართველი შემტევის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ცდილობდა.

სატრანსფერო ბატალიებამდე ზურიკო დავითაშვილსა და სენტ-ეტიენს სეზონის უმნიშვნელოვანესი 2 მატჩის ჩატარება მოუწევთ. 26 მაისს, სენტ-ეტიენი ნიცას საშინაო არენაზე დაუპირისპირდება, ხოლო 29 მაისს საპასუხო შეხვედრას გამართავს და პლეი-ოფის ფინალის შედეგზე იქნება დამოკიდებული დარჩება თუ არა ქართველი შემტევი ამჟამინდელ კლუბში.

სხვა სტატიები