Belive

L'Equipe - ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერით ლიგა 1-ის გუნდი ინტერესდება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,შტურმის'' ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა, კარიერა, შესაძლოა, ,,მეცში'' გააგრძელოს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფრანგულმა გუნდმა ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე ,,შტურმის'' მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

27 წლის ნახევარმცველს ავსტრიულ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შემდეგ კი თავისუფალი აგენტი ხდება.

მეცი, რომელშიც მიმდინარე სეზონის ბოლომდე გიორგი მიქაუტაძე იჯარით თამაშობს, ლიგა 1-ის 19 ტურის შემდეგ, 16 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები