Belive

ქართველ ფეხბურთელებს თავიანთი გუნდები ევრო 2024 გასვლას ულოცავენ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ჩვენმა ნაკრებმა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში საბერძნეთი დაამარცხა და გამარჯვება გადაჭედილ "დინამო არენაზე" იზეიმა.

სხვადასხვა კლუბებში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს, გუნდებმა გამარჯვება მიულოცეს. ვნახოთ თუ როგორ გამოეხმაურა ამ ისტორიულ მომენტს თითოეული მათგანი:

ვულოცავთ ხვიჩას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პირველ და ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას - "ნაპოლი" - ხვიჩა კვარაცხელია
ვულოცავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ისტორიის შექმნას, მათ ეს გიორგი მამარდაშვილთან ერთად შეძლეს - "ვალენსია" - გიორგი მამარდაშვილი
ვულოცავთ გიორგი ჩაკვეტაძეს საქართველოს პირველ დიდ ტურნირზე კვალიფიკაციას!

შემდეგი გაჩერება: ევრო 2024! - "უოტფორდი" - გიორგი ჩაკვეტაძე
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გიორგი ქოჩორაშვილის საქართველო ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას უდიდეს კონტინენტურ ტურნირზე, მას შემდეგ როდესაც მათ პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხეს. ქოჩომ 120 წუთი ითამაშა და გადამწყვეტ მომენტში პენალტიც გაიტანა. - "ლევანტე" - გიორგი ქოჩორაშვილი
ოცნება ახდა! ოთარ კიტეიშვილი თავის დაბადების დღეზე საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე პირველად გადის - გრაცის "შტურმი" - ოთარ კიტეიშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის გადამწყვეტ მატჩში ქართველებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხეს.

ვულოცავთ საქართველოს ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციას! - დონეცკის "შახტარი" - გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი
საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა და ევრო 2024-ზე გავიდა.

ოთარ კაკაბაძემ ქართულ ფერებში მთელი 120 წუთი ითამაშა

ოთარ, გილოცავ და ვამაყობთ - "კრაკოვია" - ოთარ კაკაბაძე
ბოლო პენალტი ზუსტად შეასრულა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა

ბრავო კვეკვე! - "ლეხ პოზნანი" - ნიკა კვეკვესკირი

სხვა სტატიები