Belive

მამარდაშვილმა ვალენსია ისევ გადაარჩინა | გამარჯვება სევილიასთან

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვალენსიამ" სეზონის დასკვნით ნაწილში მოუმატა, თამაშის ხარისხი გამოასწორა და გავარდნის საშიშროების წინაშე აღარ დგას. ლა ლიგის 31-ე ტურში 'ღამურებმა' მესტალიაზე "სევილია" მიიღეს და მეტოქე 1:0 დაამარცხეს. ვალენსიელებისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა, ბოლო 6 შეხვედრაში კი 4 მოიგეს და 2 ფრედ ითამაშეს.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც 5 სეივი ჰქონდა და განსაკუთრებული იყო მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ბურთის მოგერიება, რომელიც ლა ლიგამაც გამოარჩია და სოციალურ ქსელში გააზიარა. სტატისტიკის საიტების მიხედვით, ქართველმა მეკარემ ორივე გუნდში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა (8.1-დან 8.2-დე), თუმცა მატჩის ოფიციალური MVP ერთადერთი გოლის გამტანი ხავი გუერა გახდა.

ვალენსია ლა ლიგის ცხრილის მე-12 ადგილზე იმყოფება და გაზავარდნ ზონას 9 ქულით აღემატება. მამარდაშვილის გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები