გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით ვალენსია ინტერესდება
ვალენსია გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას ცდილობს. ჟურნალისტი საშა ტავოლიეს ინფორმაციით, "ღამურები" ქართველი შეძენით სერიოზულად ინტერესდებიან. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, ფეხბურთელის პირადი პირობები კონტრაქტში გათვალისწინება პრობლემა არ იქნება. როგორც ტავოლიე წერს, მთავარი პრობლემა უოტფორდთან გამოსასყიდი თანხის შეთახმებაა.
🦇🇪🇸 Valencia CF pushing for Giorgi Chakvetadze!
— Sacha Tavolieri (@sachatavolieri) August 17, 2025
🟡⚫️🗣️ The Spanish club have made contact with Watford FC to explore a permanent transfer.
🇬🇪 Valencia CF can satisfy the financial demand of Chakvetadze regarding his personal terms. Won’t be an issue. #VCF #WFC #mercato pic.twitter.com/5emoavbrsr
ჩაკვეტაძე უოტფორდში უკვე მეორე სეზონია თამაშობს. ქართველმა ფეხბურთელმა 78 მატჩის ჩატარება მოახერხა და 3 გოლთან ერთად, 10 საგოლე გადაცემაც მიითვალა.