Belive

"დიახ, მინდა რომ ისაკი კვლავ ნიუკასლის ფორმაში ვნახო" - ედი ჰაუ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალექსანდრ ისაკს ნიუკასლის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. მიუხედავად ამისა, კლუბი მასთან მარტივად შელევას არ აპირებს და ამის გამო მას გუნდთან ურთიერთობა დაეძაბა. შვედი "კაჭკაჭებთან" დარჩენას იმ შემთხვევაში კი არ განიხილავს, თუ სატრანსფერო ფანჯრის ვადის გასვლის შემდეგ არაფერი იქნება გადაწყვეტილი.

აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით ნიუკასლის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.

ისაკს კონტრაქტი ჩვენთან აკავშირებს. ის ჩვენი ფეხბურთელია და დიახ, კიდევ მინდა ნიუკასლის ფორმაში ვნახო. ჩემი სურვილია ორშაბათს ჩვენთვის ითამაშოს. სამწუხაროდ ეს არ გამოვა, მაგრამ მასთან მუშაობა კვლავ მინდა. - განაცხადა ნიუკასლის თავკაცმა

ალექსანდრ ისაკი ნიუკასლს 2022 წელს რეალ სოსიედადიდან შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. ინგლისურ გუნდში გადასვლის შემდეგ მან ყველა ტურნირის ეგიდით 109 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 62 გოლი, 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამასთან ერთად გასულ სეზონში მან "კაჭკაჭებთან" ერთად ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

სხვა სტატიები