Belive

ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს | 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი წესები

7 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 10-დღით ადრე, FIFA-მ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საკმაოდ რადიკალური ცვლილება ოფიციალურად დაადასტურა. ახალი რეგულაციები თამაშის ტემპის გაზრდას, დროის გაყვანის აღკვეთასა და მსაჯების შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ისახავს მიზნად.

გთავაზობთ ახალ წესებს, რომელიც 2026 წლის მუნდიალზე ამოქმედდება.

  • VAR-ის ჩარევა ყვითელ ბარათებზე: ვიდეორეფერი (VAR) საქმეში ჩაერთვება იმ შემთხვევაში, თუ მსაჯი ფეხბურთელს მეორე ყვითელ ბარათს შეცდომით უჩვენებს. ასევე, თუ არბიტრს მოთამაშეები აერია და ბარათი არასწორ ფეხბურთელს ან არასწორ გუნდს მისცა.

  • VAR კუთხურების დროს: თუ მსაჯმა შეცდომით დანიშნა კუთხური, VAR-ს რეაგირების უფლება ექნება, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ „გადამოწმება მომენტალურად, თამაშის განახლების შეფერხების გარეშე მოხდება“.

  • პირზე ხელის აფარება: კამათის ან გარჩევის დროს, ფეხბურთელი, რომელიც მეტოქესთან ან მსაჯთან საუბრისას პირზე ხელს აიფარებს, ავტომატურად წითელ ბარათს მიიღებს და მოედნიდან გააძევებენ.

  • მოედანზე სამედიცინო დახმარების მიღება: ფეხბურთელი, რომელსაც სამედიცინო პერსონალი მოედანზე აღმოუჩენს დახმარებას, ვალდებული იქნება მოედნის მიღმა 1 წუთი დაჰყოს. (გამონაკლისია: მეკარეები, თავით შეჯახება/ტვინის შერყევა, შემთხვევები, როცა უხეშობისთვის მეტოქემ ბარათი მიიღო, ან თუ ტრავმირებულმა მოთამაშემ პენალტი უნდა შეასრულოს).

  • 10 წამი შესაცვლელად: მოედნიდან გამომსვლელ ფეხბურთელს ნაბიჯის გადასადგმელად ზუსტად 10 წამი ეძლევა. თუ ის ამ დროში ვერ ჩაეტევა, მისი შემცვლელი მოედანზე ვერ შევა თამაშის მომდევნო გაჩერებამდე, თანაც მას შემდეგ, რაც მინიმუმ 1 წუთი სათამაშო დრო გავა.

  • 5-წამიანი ვირტუალური ტაიმერი: თუ ფეხბურთელი აუტის ჩასაწოდებლად დიდ დროს დაკარგავს, ჩაირთვება 5-წამიანი ვირტუალური ათვლა. დროის ამოწურვის შემთხვევაში, აუტის ჩაწოდების უფლება მეტოქეს გადაეცემა. მეკარის მიერ ბურთის თამაშში შეყვანის გაჭიანურების შემთხვევაში კი, მეტოქე კუთხურის შესრულების უფლებას მიიღებს.

  • ბარათების „განულება": ყვითელი ბარათები გაუქმდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ასევე მეოთხედფინალების შემდეგ. ეს წესი ბარათების ლიმიტის გამო ფეხბურთელების დისკვალიფიკაციას აარიდებს თავს.

  • სავალდებულო შესვენება: ყოველ ტაიმში ფეხბურთელებისთვის გარანტირებული იქნება სავალდებულო 3-წუთიანი შესვენება (ე.წ. Water break) ძალების აღსადგენად და წყლის დასალევად.

ასე და ამგვარად, 2026 წლის მუნდიალი მრავალმხრივ საინტერესო იქნება. წლის მთავარი სანახაობა სტარტს 11 ივნისს აიღებს და 19 ივლისს ფინალური მატჩის დასრულდება.

სხვა სტატიები