კრისტოფ დიუგარი: "პარაგვაი საშინელი ნაკრებია, საფრანგეთი მათ გაანადგურებს"
საფრანგეთში უკვე დარწმუნებულები არიან, რომ მერვედფინალში პარაგვაის ბარიერის გადალახვა „მამლებისთვის“ მხოლოდ ფორმალობა იქნება. ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, კრისტოფ დიუგარიმ, მომავალ შეხვედრაზე საუბრისას მეტოქე მიწასთან გაასწორა და ხმამაღალი განცხადებები გააკეთა.
ყოფილი ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების ძალაში იმდენადაა დარწმუნებული, რომ მიმდინარე მუნდიალზე „ლე ბლეს“ კონკურენტს ვერც კი ხედავს.
„პარაგვაი უბრალოდ განადგურდება. ისინი თამაშს საერთოდ ვერ ახერხებენ. შეტევაში მათი ყურება კატასტროფაა. ყველაფერი, რასაც ისინი მოედანზე გააკეთებენ, მხოლოდ თავდაცვა და უხეშობა იქნება, მაგრამ ეს მათ წარმატებისთვის არ ეყოფათ.
რომელ გუნდს შეუძლია ჩვენი დამარცხება? შვედეთს 100-მილიონიანი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ საფრთხე ერთხელაც ვერ შეგვიქმნეს. შემდეგი მატჩიც ზუსტად ასეთივე სცენარით წარიმართება." - კრისტოფ დიუგარი
დიუგარის ამ უღირსმა კომენტარმა სოციალურ ქსელებში დიდი აგრესია გამოიწვია. საფეხბურთო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსმა თავდაჯერებულობამ და მეტოქის უპატივცემულობამ, შესაძლოა ძალიან იმოქმედოს და პარაგვაის ნაკრებს თავისი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ დამატებითი, უდიდესი მოტივაცია მისცეს.
საფრანგეთისა და პარაგვაის 1/8-ფინალური დაპირისპირება, 5 ივლისს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.