"ლეო მესის ბრაზილიური წარმომავლობა აქვს" - geglobo
ისტორიკოს ფიორენცო სანტინის სამწლიანი გამოძიება დასრულდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ლეო მესის ბრაზილიური ფესვები აქვს ამ სრულ ინფორმაციას geglobo ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, ლეო მესის დიდი-დიდი ბაბუა რანიერო კოჩეტინი იტალიაში კერძოდ სან სევერინო მარკეში დაიბადა და დაქორწინდა როზა რიჩეცაზე, რომელთანაც იტალიაში ორი შვილი ჰყავს. ამის შემდეგ, 1899 წელს ისინი გემით ბრაზილიაში გაემგზავრნენ და ჩავიდნენ სანტოსში, სან პაულოში და იქ სახელი რამიერო კონჩენტინიდ შეიცვალეს, რაც წყაროს ცნობით იმ დროისთვის საკმაოდ გავრცელებული იყო.
შემდეგ მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ, ერმინია და არდერიგო, თუმცა რეგისტრაციის დროს არდერიგო ფედერიკო ხდება, ხოლო კოჩეტინი - კუჩიტინი. დიახ, ფედერიკო კუჩიტინი მესის დიდი ბაბუაა და ფედერიკოს დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ (1905) მთელი ოჯახი როსარიოში გადავიდა საცხოვრებლად.
მესის ნათესავების შესახებ ბრაზილიაში აღარ არსებობს ჩანაწერები, რადგან ისინი ყველა არგენტინაში გადავიდნენ საცხოვრებლად.
🚨🚨 LIONEL MESSI 🇦🇷 AURAIT DES ORIGINES BRÉSILIENNES 🇧🇷 !
— Actu Foot (@ActuFoot_) July 24, 2026
Fiorenzo Santini, banquier originaire d’Italie, s’est mis au défi de retracer tout l’arbre généalogique de Lionel Messi et avait déjà retracé des origines italiennes 🇮🇹 chez l’Argentin.
Il vient de découvrir que… pic.twitter.com/5Kkr8y7JKM