Belive

ლეო მესიმ კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ინტერ მაიამის შემტევმა, ლეო მესიმ, უპასუხა შეკითხვას თუ რომელ გოლს მიიჩნევს კარიერაში საუკეთესოდ:

,,ბევრი ისეთი გოლი მაქვს გატანილი, რომელიც, შესაძლოა, უფრო ლამაზი და მნიშვნელოვანიც ყოფილიყო, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავური დარტყმა ყოველთვის ჩემი ფავორიტი იყო.'' - ლეო მესი

მესიმ იუნაიტედთან მოგებულ (2:0) ფინალურ შეხვედრაში მე-2 გოლი გაიტანა და კატალონიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი მეორედ მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე ინტერ მაიამის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები