ჰანსი ფლიკი: "სანაკრებო მატჩების შემდეგ, ყველა ტიტულისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-8 ტურში, კატალონიის ბარსელონამ სტუმრად სევილიასთან მძიმე მარცხი იწვნია. ლამინე იამალისა და რაფინიას დარჩენილი ბარსელონა ანდალუსიაში 4:1 განადგურდა.
ჰანსი ფლიკის გაწვრთნილი გუნდი ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანელმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და მომავალზე ისაუბრა.
"ამ მარცხის შემდეგ განწყობამ სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის ძალა უნდა მოგვცეს. გუნდმა იბრძოლა. კარგი ფეხბურთელები გვყავს და ისინი ამას დაამტკიცებენ.
ეს გაკვეთილი უნდა იყოს. ამ მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანია, ისევ თავიდან დავიწყოთ. როდესაც სანაკრებო შესვენება დასრულდება, ყველა ტიტულისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.
შედეგი კარგი არაა, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდს კარგი რეაქცია ჰქონდა. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ - არ ვფიქრობ, რომ პრობლემა სისტემაში ან სტრატეგიაშია. სერიოზული შეცდომები დავუშვით. ყოველთვის ერთი და იმავე სტილით ვთამაშობთ. დღეს ბევრ რამეზე შეგვიძლია საუბარი. პირველ ტაიმში კარგად არ გვითამაშია, მატჩის მეორე ნახევარში კი კარგი რეაგირება გვქონდა. ეს პსჟ-თან თამაშის შემდეგაც ვთქვი.
ეს ჩემი ყველაზე მძიმე მარცხია? ჩემთვის ყველაზე მტკივნეული მარცხი მილანში ნახევარფინალში იყო. ახლა ამ წაგებას უნდა შევეგუო და პოზიტიურად შევხედო. შეგვიძლია, უარყოფითი მხარეები გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ. განსაკუთრებით საყურადღებო პირველი ტაიმია, რომელშიც ბევრ შეცდომას ვუშვებდით, ვერ ვაკონტროლებდით ბურთს და ვერ ვითვისებდით გარკვეულ სივრცეებს, რაც ამ დონეზე კონკურენციისთვის აუცილებელია.
ბურთს უნდა ვფლობდეთ და ვაკონტროლებდეთ, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, რომლებსაც განვიხილავთ, მაგრამ არ მინდა, მხოლოდ პედრისა და დე იონგის მოქმედებები ვნახო. მინდა, ბურთის ფლობასა და პრესინგში ყველა ჩართული იყოს. მეორე ტაიმი უკეთესი სწორედ ამიტომ იყო..."
- ჰანსი ფლიკი
სანაკრებო მატჩებიდან დაბრუნების შემდეგ, ბარსელონა შინ ჟირონას დაუპირისპირდება. მატჩი 18 ოქტომბერს შედგება.