Belive

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2029 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალს, შესაძლოა, კამპ ნოუმ უმასპინძლოს. რამდენიმე წუთის წინ, კატალონიის ბარსელონამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

,,ბარსელონამ უეფა-ს ოფიციალურად წარუდგინა განაცხადი და სრული დოსიე 2029 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად.

წარდგენილი დოკუმენტაცია მოიცავს უეფა-ს მიერ მოთხოვნილ ყველა ტექნიკურ, სახელშეკრულებო და ინსტიტუციონალურ პირობას, ისევე როგორც საჭირო გარანტიებს იმის დასამტკიცებლად, რომ სფოტიფაი კამპ ნოუსა და ქალაქ ბარსელონას შესწევთ ძალა, უმასპინძლონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას.

ამიერიდან, უეფა დაიწყებს წარდგენილი წინადადებების შეფასებას, რათა განსაზღვროს, თუ რომელი სტადიონი შეირჩევა 2029 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლად.'' - წერია ბარსელონას განცხადებაში

ბარსელონას სტადიონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალს აქამდე სულ ორჯერ უმასპინძლა - 1989 წელს მილანმა სტიაუას 4:0 მოუგო, 1999 წელს კი მანჩესტერ იუნაიტედმა მიუნხენის ბაიერნი 2:1 დაამარცხა.

სხვა სტატიები