ლეგენდა კვლავ კაშკაშებს | მოჰამედ სალაჰის მორიგი ისტორიული მიღწევა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, ეგვიპტის ეროვნულმა ნაკრებმა ბრწყინვალე და ისტორიული მატჩი ჩაატარა. აფრიკელებმა ახალი ზელანდია 3:1 დაამარცხეს და ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაწერეს – ეს გახლავთ ეგვიპტის ნაკრების პირველი, ისტორიული გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების არსებობის განმავლობაში.
ამ მოგებით „ფარაონებმა“ ჯგუფში 4 ქულა დააგროვეს და შეიძლება ითქვას, 99.9%-ით უკვე გაინაღდეს პლეი-ოფის საგზური. დარჩენილია კიდევ ერთი მატჩი, მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ფორმატში კი 4 ქულით ჯგუფში ჩარჩენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ეგვიპტე მუნდიალის მერვედფინალს ცალი ფეხით უკვე გაცდა.
Mohamed Salah becomes Egypt’s all-time leading scorer in FIFA World Cup history 🇪🇬👑🏆
— Egypt Today Magazine (@EgyptTodayMag) June 22, 2026
⚽⚽ World Cup 2018
⚽ World Cup 2026
With three World Cup goals, Salah now stands alone as Egypt’s top scorer on football’s biggest stage.#Egypt #worldcup | #مصر #كأس_العالم pic.twitter.com/DvJ0aS6ILt
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ეგვიპტის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელმა - მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც მატჩში თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ეს გოლი კი მისთვის ისტორიული აღმოჩნდა - მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი 3 გოლით (2018 და 2026 წლის მუნდიალები), ის ეგვიპტის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე.
აქამდე 2 გოლით იგი და აბდულრაჰმან ფავზი იყოფდნენ პირველ პოზიციებს, თუმცა ახლა მოჰამედ სალაჰი ამ სიას ერთპიროვნულად ლიდერობს.
სალაჰმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ეროვნული გუნდის ლიდერობა უმაღლეს დონეზე შეუძლია. მისი წინამძღოლობით ეგვიპტე ახლა უკვე პლეი-ოფის მატჩებისთვის მოემზადება, სადაც ამ შემართებითა და ბრძოლისუნარიანობით ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზული თავსატეხი იქნება.