ლაპორტა: "გაკვირვებული ვარ იმის გამო, რომ მადრიდელებმა საჩემპიონო კორიდორი არ მოგვიწყეს"
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, ბარსელონამ 'სამეფო კლუბი' 3:2 დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
'სამეფო კლუბმა' ჩემპიონ ბარსელონას საპატიო დერეფანი არ მოუწყო და მოედანი დაჯილდოების შემდეგ დატოვეს.
ამ ფაქტის შესახებ, კატალონიის ბარსელონას პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ, ამ ფაქტის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი რეალისგან მსგავს საქციელს არ ელოდა.
"გაკვირვებული ვარ მათი საქციელით. გამარჯვებაშიც და დამარცხებაშიც გულუხვი და პატივისცემით უნდა იყო. ეს სპორტია და ნორმალურად უნდა მოიქცე. როგორც მოგებისაც, ასევე წაგების დროს პატივისცემით უნდა იყო განწყობილი და სწორედ ამიტომ გამიკვირდა მათი ქცევა.
სეზონის პირველი კლასიკოს შემდეგ (რეალი 2:1 ბარსელონა) მატჩის შემდეგ, დამოკიდებულება განსხვავება იყო და ფეხბურთელები ცოტა აღელვებულები იყვნენ. ეს გასაგებია. სიმართლე გითხრათ, მოედანზე მბაპეს აფეთქება ვერ შევნიშნე, მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან რთული პერიოდი უნდა ყოფილიყო. ისინი ძალიან განაწყენებულები უნდა ყოფილიყვნენ და სწორედ ამიტომ რეაგირებდნენ ასე..." - ჟოან ლაპორტა
შემდეგი 'ელ კლასიკო' უკვე ლა ლიგის ეგიდით, 10 მაისს, განახლებულ 'კამპ ნოუზე' გაიმართება, სადაც დიდი ალბათობით ლა ლიგის სეზონის გამარჯვებულის ბედი გაირკვევა.