მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრემიერ ლიგის დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხუთშაბათს შეტანილი აპელაცია მოიცავს დეტალურ დასაბუთებას, თუ რატომ არის კომისიის დასკვნა უსაფუძვლო. „ქალაქელების“ მტკიცე პოზიციით, ვერდიქტი შეიცავს არსებით შეცდომებს როგორც კანონმდებლობისა და ფაქტების, ისე სამართლებრივი პრინციპების თვალსაზრისით, რის გამოც იგი სამართლიანად ვერ ჩაითვლება.
მანჩესტერულმა გრანდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ უდანაშაულობას და აღნიშნა, რომ მათ განკარგულებაშია უტყუარი მტკიცებულებების სრული პაკეტი, რომელიც კლუბის პოზიციას სრულად ამყარებს.
„ჩვენ კვლავ პატივს ვცემთ სამართლებრივ პროცესს და, პროცესუალურ შეზღუდვებიდან გამომდინარე, დამატებითი კომენტარებისგან თავს შევიკავებთ, სანამ ყველა საქმისწარმოება საბოლოოდ არ დასრულდება“, - ვკითხულობთ სიტის განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ ეს საქმე ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სკანდალური პროცესია. პრემიერ ლიგამ მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ 115 სხვადასხვა დარღვევაზე წამოაყენა ბრალი, რაც ფინანსური სამართლიანი თამაშის (FFP) წესების დარღვევას, სპონსორებიდან შემოსული თანხების არასწორ დეკლარირებასა და მწვრთნელებისა თუ ფეხბურთელების ხელფასების დაფარვას ეხება (2009-იდან 2018 წლამდე პერიოდში).
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Manchester City have confirmed that "at 7pm on Thursday 1st October 2026, they lodged a comprehensive Appeal against the opinion of the Premier League Commission, in relation to the Premier League disciplinary matter."
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) October 2, 2026
"The Club’s firm position is that, on… pic.twitter.com/oJh5qczYYj
თუ აპელაციის შემდეგაც ბრალდებები ძალაში დარჩება, სიტის უმძიმესი სანქციები ემუქრება - დაწყებული კოლოსალური ფინანსური ჯარიმებითა და ქულების დაკლებით, დასრულებული ტიტულების ჩამორთმევითა და პრემიერ ლიგიდან დაქვეითებითაც კი. სწორედ ამიტომ, მანჩესტერული კლუბის იურიდიული გუნდი ყველა რესურსს იყენებს, რათა სპორტულ სასამართლოში საკუთარი სიმართლე ბოლომდე დაიცვას.