Belive

ლამპარდი: "ძალიან ვცდილობდი, რომ ჰოლანდი ჩელსიში მყოლოდა"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "ჩელსის" ინგლისელმა თავკაცმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ის ერლინგ ჰოლანდის მის გუნდში გადმოსაბირებლად ძალისხმევას არ იშურებდა.

"ძალიან ვცდილობდი, რომ ჰოლანდი ჩელსიში მყოლოდა. კონკურენცია დიდი იყო, რადგან ის გამორჩეული მოთამაშეა. არ ვიცი, ეს რამდენად მოხდებოდა, მაგრამ მე ის მინდოდა.“ - განაცხადა ფრენკ ლამპარდმა.

ალბათ, მიმდინარე სეზონში "არისტოკრატებს" ნორვეგიელი თავდამსხმელი ძალიან წაადგებოდათ. ლონდონელები, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სახარბიელო ფორმაში არიან. ამასთან ერთად კლუბშიც არეული სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსის" ახლა ფრენკ ლამპარდი ხელმძღვანელობს, ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და კლუბის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ ვინ იქნება ახალი მწვრთნელი. 35 ტურის შემდეგ ლონდონელებს 43 ქულა აქვთ და მე-11 პოზიციას უკავებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მატჩი აქვთ მოგებული.

სხვა სტატიები