Belive

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - მონაკოში ჯგუფები დაკომპლექტდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ჯგუფები დაკომპლექტდა. წილისყრის შედეგად, 4 კალათში განთესილი 32 გუნდი, 8 ჯგუფში გადანაწილდა. 

ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს ის გარემოება წარმოადგენდა, თუ რომელ ჯგუფებში მოხვდებოდნენ გუნდები, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები ასპარეზობენ. ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" C-ჯგუფში ითამაშებს. გოჩოლეიშვილისა და აზაროვის "შახტარი" H-ჯგუფში, ხოლო დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" A-ჯგუფში მოხვდა.

ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი

A-ჯგუფი: "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "კოპენჰაგენი", "გალათასარაი".

B-ჯგუფი: "სევილია", "არსენალი", "პსვ ეინდჰოვენი", "ლანსი".

C-ჯგუფი: "ნაპოლი", "რეალი", "ბრაგა", "უნიონ ბერლინი".

D-ჯგუფი: "ბენფიკა", "ინტერი", "ზალცბურგი", "რეალ სოსიედადი". 

E-ჯგუფი: "ფეიენოორდი", "ატლეტიკო", "ლაციო", "სელტიკი".

F-ჯგუფი: "პარი სენ-ჟერმენი", "დორტმუნდი", "მილანი", "ნიუკასლი".

G-ჯგუფი: "მანჩესტერ სიტი", "ლაიპციგი", "ცრვენა ზვეზდა", "იანგ ბოიზი". 

H-ჯგუფი: "ბარსელონა", "პორტუ", "შახტარი", "ანტვერპენი".

 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 19 სექტემბერს აიღებს სტარტს და 13 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პლეი-ოფები 2024 წლის 13 თებერვალს დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 2024 წლის 1 ივნისს, ლონდონში, "უემბლიზე" გაიმართება. 

სხვა სტატიები