ლამინ იამალი: "საერთოდ არ მაინტერესებს რას აკეთებენ მბაპე და მესი"
ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ტალანტმა - ლამინ იამალმა, საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ასაკის მიუხედავად, დიდი თავდაჯერებულობა გააჩნია. 18 წლის ვარსკვლავმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის სხვისი მიღწევებით არ ინტერესდება და მხოლოდ საკუთარ პროგრესზეა ფოკუსირებული.
როდესაც ჟურნალისტებმა მას მბაპეს დუბლსა და მესის ჰეთ-თრიქზე ჰკითხეს, იამალმა საკმაოდ პირდაპირი და ამბიციური პასუხი გასცა.
"„მე არ ვზივარ სახლში, არ ვუყურებ მბაპეს ან მესის გატანილ გოლებს და არ ვამბობ: 'მეც სასწრაფოდ უნდა გავიტანო'. საერთოდ არ მაინტერესებს, რას აკეთებენ სხვები, რადგან ისინი ყველანი ჩემზე მინიმუმ 10 წლით უფროსები არიან.
მე მხოლოდ ჩემს თამაშსა და ნაკრებზე ვარ მოტივირებული. პირად გოლებზე არ ვფიქრობ, რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკრების წარმატებაა და მერე პირადად ჩემი." - ლამინ იამალი
Lamine Yamal: "Odada oturup Mbappe veya Messi'nin gol attığını görüp 'Ben de bir gol atmalıyım' demiyorum. Kimin ne yaptığı umurumda değil çünkü hepsi benden 10 yaş büyük."
— EPL Günlükleri #WC2026 (@EPL_Gunlukleri) June 19, 2026
pic.twitter.com/o7pDgs5JYH
ეს განცხადება კიდევ ამყარებს იმ ფაქტს, რომ იამალი სხვის ჩრდილში ყოფნას არ აპირებს და საკუთარი ეპოქის შექმნა სურს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატი იდეალურად ნამდვილად არ დაწყებულა. ესპანეთის ნაკრებმა სასტარტო შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, რამაც გუნდს პლეი-ოფისკენ მიმავალ გზაზე დამატებითი წნეხი შეუქმნა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დაკარგული ქულების შემდეგ, შეცდომის დაშვების უფლება პრაქტიკულად აღარ არსებობს.
„ფურია როხა“ მუნდიალზე თავის მეორე მატჩს საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21 ივნისს, 21:00 საათზე გაიმართება.