Belive

"ეს დიდებული გადაწყვეტილებაა" - პოჩეტინო ბალოგუნის გაუქმებულ დისკვალიფიკაციაზე

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ფოლარინ ბალოგუნს დისკვალიფიკაცია გაუუქმეს. მან ბოსნიასთან შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ბელგიასთან მატჩი უნდა გამოეტოვებინა. თუმცა, FIFA-მ თეთრი სახლიდან ზარი მიიღო და გადაწყვეტილება შეიცვალა.

ამის შესახებ აშშ-ს მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა და თქვა, რომ ფეხბურთისთვის დიდებული რამ მოხდა.

ჩემთვის აქ განსახილველი არაფერია. მისალოცია, რადგან ეს ფანტასტიკური გადაწყვეტილებაა. არა იმიტომ, რომ კიდევ ერთი მოთამაშე გვეყოლება, ფეხბურთისთვისაც კარგია. თუ რაიმე არასამართლიანი მოხდება, გექნება შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება შეცვალო. VAR-ზე ნაჩვენები ნელი კადრი არასდროს ასახავს იმ რეალობას, რაც მოედანზე ხდება. - განაცხადა მაურიციო პოჩეტინომ

აშშ-ს ნაკრები მომავალ შეხვედრას ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ეს 1/4-ფინალური დაპირისპირება ხვალ 04:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები