"ნეიმარს 90 წუთი თამაში შეუძლია" - კარლო ანჩელოტი
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, მატჩისწინ გულშემატკივრებისთვის უმთავრესი სიახლე დაადასტურა — ნეიმარი ტრავმის შემდეგ სრულ მზადყოფნაშია და მოედანზე 90 წუთის გატარება შეუძლია.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნეიმარი სათამაშოდ მზადაა. თუ რამდენ ხანს ითამაშებს, ეს არავინ იცის. მას აქვს იმის გამოცდილება, რომ საკუთარი წუთები და თამაშის ტემპი მართოს. როდესაც ვიგრძნობ, რომ გუნდს ის სჭირდება, მოედანზე შევიყვან. ნეიმარს 90 წუთი თამაში შეუძლია და შეუძლია ვინისიუსთან ერთადაც ითამაშოს. ვფიქრობ, ისინი ერთად ითამაშებენ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ
🚨🇧🇷 Carlo Ancelotti: “Neymar can play 90 minutes… and he can play with Vinicius Jr”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 5, 2026
“I think they WILL play together”. pic.twitter.com/eUXycmevW3
შეგახსენებთ, რომ ბრაზილია მერვედფინალში ნორვეგიის ნაკრებს შეხვება. ეს მატჩი დღეს გაიამრთება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.