მარადონას შემდეგ პირველად | ბელინგემმა ბრწყინვალე მიღწევა დააფიქსირა
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. „სამმა ლომმა“ უმძიმეს 1/4-ფინალურ დრამაში, დამატებით დროში მოახერხა ნორვეგიის ბარიერის დაძლევა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, გადამწყვეტ მომენტში კი ლიდერის თვისებები კიდევ ერთხელ გამოავლინა ჯუდ ბელინგემმა - მისმა დუბლმა ინგლისელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ჯუდ ბელინგემის დუბლი ისტორიული აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში - კერძოდ, ჯუდ ბელინგემი პირველი ფეხბურთელია დიეგო მარადონას შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ეტაპზე ზედიზედ ორ მატჩში დუბლი შეასრულა.
🚨🚨 BREAKING: JUDE BELLINGHAM is the FIRST player to score BACK TO BACK braces at the World Cup knockout stage since DIEGO ARMANDO MARADONA. pic.twitter.com/vs9JLc7FYP
— Madrid Zone (@theMadridZone) July 11, 2026
ჯუდ ბელინგემი საოცარ მუნდიალს ატარებს - 23 წლის ინგლისელს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 6 გოლი აქვს გატანილი და ამ ყველაფერს 1 საგოლე გადაცემაც დაამატა.
ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე, არგენტინასა და შვეიცარიის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.