Belive

ლა ლიგის პრეზიდენტი: ,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აღარ ჩატარდეს''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმტი გააკრიტიკა:

,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აღარ ჩატარდეს. ამ ტურნირის საპრიზო ფონდი ,,აღმაშფოთებელია'', რაც კონკურენტუნარიანობას პრობლემებს უქმნის.

გუნდები დასვენებისთვის მეტ დროს ითხოვენ, მაგრამ შემდეგ 140 მილიონ ევროს შოულობენ, რაც ალავესის ბიუჯეტზე 2-ჯერ მეტია. ასე ყველანაირ პერსპექტივას ვკარგავთ. - ხავიერ ტებასი

პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატები მასპინძლობს. ტურნირის ფინალი 13 ივლისსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები