Belive

ჟოან ლაპორტა: "ხულიან ალვარესის დასამატებლად მზად ვართ"

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა კატალონიური გრანდის მიერ ხულიან ალვარესის დამატების სურვილზე ღიად საუბრობს. ბარსას ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ინტერვიუში ჟოან ლაპორტა აღნიშნავს, რომ მისი გუნდი მზადაა არგენტინელი ვარსკვლავის დასამატებლად.

"ფეხბურთელით ძლიერ დაინტერესებულები ვართ და გვსურს, ჩვენი შეთავაზება მიიღონ. ამას მადრიდის ატლეტიკოსადმი უდიდესი პატივისცემით ვაკეთებთ და გვსურს, იცოდნენ, რომ თუ ისინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდვაზე თანახმა იქნებიან, მზად ვართ ფეხბურთელი უკვე გაკეთებული შეთავაზების შესაბამისად ვიყიდოთ", - ამბობს ჟოან ლაპორტა.

ხულიან ალვარესის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერი გასული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სატრანსფერო საგაა. კატალონიელების შეთავაზებაზე მადრიდელები უარს ამბობენ, ბარსა კი ერთ-ერთ ალტერნატივად საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს განიხილავს.

სხვა სტატიები