კვარაცხელია საუკეთესო იყო | ქართველების შეფასება პსჟ-სა და ლივერპულის მატჩში
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 65-ე წუთზე თავი ეფექტური გოლით გამოიჩინა.
ხვიჩა უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, სხვადასხვა ვებგვერდმა კი მისი თამაში ასე შეაფასა:
Sofascore - 9
Flashscore - 8,6
Whoscored - 8,4
ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 63-ჯერ შეეხო, კარისკენ 7-ჯერ დაარტყა (2-ჯერ კარში), 11-დან 7 დუელი მოიგო და 41-დან 38 ზუსტი გადაცემა გააკეთა (93%).
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მისი შეფასება ასეთი იყო:
Sofascore - 6,9 (უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ ვირცს ჰქონდა)
Flashscore - 6,7 (ყველაზე მაღალი)
Whoscored - 6,6 (უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ ვირცს ჰქონდა)
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ სამშაბათს, ლივერპულში გაიმართება.