"დადებითს ვერაფერს ვიტყვი" - ვიტინია ტრავმირებულია
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსჟ-ს უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მიუნხენის ბაიერნთან შესაძლებელია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვიტინია გამოაკლდეს.
პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ლიგა 1-ის 30-ე ტურში ლიონთან წაგებულ (1:2) მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი საწყის ტაიმშივე დატოვა. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენერიკე ვიტინიას შესახებ საუბრობს.
"ვიტინია? როცა საწყის ტაიმშივე ასეთი მოთამაშის შეცვლა გიწევს ძნელია რამე დადებითი თქვა. დაველოდოთ გამოკვლევის შედეგებს", - ამბობს ლუის ენრიკე.
პსჟ-მ ლიონთან მატჩის გადარჩენა მეორე ნახევარში სცადა, მოედანზე შემოსულმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა შეძლო, მაგრამ ქულის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ გამოდგა. გუნდი ჩემპიონატს ლანსთან ქულათა მინიმალური სხვაობით ლიდერობს და უახლოეს მდევართან შედარებით მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.