Belive

"კვარაცხელია მზადაა ისევ ფრენა დაიწყოს" - Corrieredellosport

10 თვის წინ ფეხბურთი
4 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრებო მატჩებს იტალიური სპორტული გამოცემა Corrieredellosport ეხმაურება და ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც კვარას მომავალზეა საუბარი.

პირველივე დღიდან, ბალახზე პირველივე შეხებიდან 2022 წლის 15 აგვისტო - კვარას დებიუტი ნაპოლის რიგებში ოფიციალურად შედგა, პირველივე დღიდან თავისი დრიბლინგით ხალხი აღტაცებაში მოჰყავდა, ყოველი ბურთთან მოფერებით, ამ ფენომენით მოჯადოებული ქალაქი საკუთარ თავს ეკითხებოდა: მაგრამ როდემდე იქნება შესაძლებელი მისით ტკბობა? ეს იყო შესანიშნავი წელი, კვარას ნიჭით დაჯილდოებული. იყო ჯადოქრობის 3 დღე საქართველოსთანაც, ევროპის შესარჩევში: ხუთშაბათს დუბლი შოტლანდიასთან თბილისში, გუშინ მე-10 წუთზე ესპანეთთან ვალიადოლიდში. ხვიჩას ჰეთ-თრიკი სამ დღეში და ისარი პირდაპირ მაცარის გულში: კვარა მზადაა ისევ ფრენა დაიწყოს, ნაპოლის მაისურზე გაცვეთილი ოცნების ფერები გააცოცხლოს. მას შეუძლია გუნდის ისევ მაღალ საფეხურზე დაბრუნება სერია ა-ში და ჩემპიონთა ლიგაზე თავის ტყუპისცალ ოსისთან ერთად, ეს კი უკვე შემდეგ ტურში ბერგამოში ატალანტასთან იქნება შესაძლებელი.

კვარაცხელიაზე საუბარი ევროპაში, სხვადასხვა გუნდებზე:

ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პიროვნებამ ვილი სანიოლმა, რიგ მომენტებში გაუწონასწორებელმა, ჯერ კიდევ საქართველო-ესპანეთის მატჩამდე პრესკონფერენციაზე წაართვა ნეაპოლს წვეულება, თუმცა გასაკვირი არც არის, რადგან ეს ადრე თუ გვიან ალბათ მოხდება. "კვარა ისეთ ტოპ კლუბშია, როგორიც "ნაპოლია", მაგრამ გარდაუვალია, რომ საფეხბურთო გიგანტები, როგორიცაა "ბაიერნი", "რეალი" და "ბარსელონა" მისით ინტერესდებიან: ასეთ კლუბებში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, ამ გუნდების მაისურის ტარება და მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება".

გავის ტრავმა და ცრემლები

საქართველომ გუშინ 3:1 წააგო, მაგრამ ევროპული ოცნების ასრულება საქართველოსთვის ჯერ კიდევ შესაძლებელია. მაგრამ გავისთვის ცუდი საღამო გამოდგა. ჯვარედინი მყესების გაწყვეტა ცრემლები და დამშვიდობება.

მიუნხენის ბაიერნი კვარაზე

მიუნხენის ბაიერნი ვილი სანიოლის საფეხბურთო ცხოვრების ცხრა წელს წარმოადგენს, საქართველოს მწვრთნელი, რომელიც კვარას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებს, რადგან შესამჩნევია ყველა ის დეტალი რაც კვარას დიდებულს გახდის, ზაფხული შორსაა, მაგრამ ფეხბურთი უცვლელია მას არ აქვს საზღვრები, კვარა აერთიანებს მსოფლიოს და ეს არის სიახლის აფეთქება სამყაროზე, რომელმაც ის 15 აგვისტოს აღმოაჩინა ვერონასა და ნაპოლის მატჩში. დრიბლინგი სიცხეში, პირველი გატანილი გოლი თავით, "No look" გადაცემები, მოკლედ თავიდანვე სიგიჟეების კეთება.

ნეაპოლი, კვარას საქმე

კვარა საუკუნის გადატრიალებაა, რომელიც კრიშტიანო ჯუნტოლიმ ნაპოლის რევოლუციის პროცესის დასასრულებლად მოიყვანა, ინსინიესა და მერტენსის დამშვიდობების შემდეგ: 11 მილიონი ევრო, ნორმალური ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გადამოწმებული, რომ მასზე დიდი იმედები დამყარდეს და ტიტულებისთვის იბრძოლოს. მას აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც არ აქვს სხვა ბევრ ფეხბურთელს, თუნდაც განუმეორებელი სტილის წარმოდგენა.

ნეაპოლი და კვარაცხელიას კონტრაქტი

კვარა ის ფეხბურთელია, რომელიც იპყრობს სამყაროს. 2027 წლამდე, წელიწადში მილიონ ორასი ათას ევროდ - რომელიც ისევ განხილვის თემაა და იქნება მუდამ: შარშან ზაფხულს განიხილეს, რომლებიც დაძლეული უნდა ყოფილიყო. დაძლეული იქნება არსებული პრობლემები, რომელიც რეალურად ნაპოლის უნდა გადაელახა შარშანდელი სეზონიდან გამომდინარე, მაგრამ კვარას კონტრაქტი თუ იგივე იქნება, ნაპოლის ძალიან გაუჭირდება მისი შენარჩუნება, რადგან გარდაუვალია საფეხბურთო გიგანტების დაინტერესება, როგორებიცაა ბაიერნი, მადრიდის რეალი და ბარსელონა.

Corrieredellosport

სხვა სტატიები