კვარაცხელიამ ბოლო ტურში იფრინა - პირველი დუბლი და მაქსიმალური შეფასება
ლიგა 1-ის ბოლო ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ოსერი დაამარცხა (3:1), რითაც საჩემპიონო განწყობა არ გაიფუჭა. მატჩის მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმმაც შეუცვლელად ითამაშა და პირველად პარიზულ კარიერაში, დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ პირველად გაიტანა მარჯვენა ფეხით მას შემდეგ, რაც პსჟ-ში თამაშობს.
sofascore-სა და whoscored-ის ვერსიით კვარამ მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა (10 ქულა). პირველი ტაიმი ოსერმა მოიგო, ანგარიში ქართველმა 59-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან დარტყმით გაათანაბრა. შემდეგ მარკინიოსმა წინ გაიყვანა პარიზელები, 88-ზე კი ხვიჩამ წერტილი დასვა. გარდა გოლებისა, კვარაცხელიას რამდენიმე აშკარა საგოლე გადაცემა 'გაუფუჭეს', საჯარიმო დარტყმა კი ძელს გაარტყა.
პარიზელები საჩემპიონო თასს დღეს ჩაიბარებენ.
Paris s’impose à domicile pour le dernier match de la saison ! ❤️💙#PSGAJA (3-1) | #Ligue1 pic.twitter.com/0czbn4SLj9
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) May 17, 2025