კვარა სათადარიგოზეა - პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობა სტრასბურთან
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურის პრინციპულ მატჩში, პარი სენ-ჟერმენისა და სტრასბურის დაპირისპირება შედგება.
შეხვედრა 17 ოქტომბერს, 22:45 საათზე, პარკ დე პრენსზე გაიმართება. სტრასბურის წინააღმდეგ ლუის ენრიკემ პარიზული გრანდის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა - ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო თერთმეტეულში ვერ მოხვდა და მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.
პარი სენ-ჟერმენის ძირითადი შემადგენლობა
შევალიე; ზაირ-ემერი, ზაბარნი, ბერალდო, ჰერნანდესი, ლი, მაიულუ, დუე, მბაიე, რამოსი, ბარკოლა.
Le XI de départ face à Strasbourg ! 📑#PSGRCSA | #Ligue1 pic.twitter.com/1c0sgBvUvL
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) October 17, 2025