Belive

კაცი, რომელმაც კვარა ნაპოლიში გადაიყვანა მუშაობას არსენალში გააგრძელებს

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაპოლის მთავარი სკაუტი მაურიციო მიკელი მუშაობას არსენალში გააგრძელებს. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ავტორიტეტული სპორტული გამოცემების BBC Sport-ის და The Athletic-ის ინფორმაციით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

57 წლის იტალიელი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან სწორედ ის იყო ერთერთი პირველი, რომელმაც აურელიო დე ლაურენტისი დაარწმუნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ გუნდში გადაეყვანა. კვარას გარდა, მიკელი გუნდს ასევე დაეხმარა მარეკ ჰამშიკის და კიმ მინ-ჯეს აღმოჩენაში.

მაურიციო 1996 წლიდან 2001-წლამდე უდინეზეს სკაუტი იყო, შემდეგ 9 წელი ბრეშაში სპორტულ დირექტორად იმუშავა, იტალიელი ნაპოლის სკაუტთა ქსელში პირველად 2010-დან 2015-წლამდე დაინიშნა, შემდეგ ვერონასა და ბოლონიაში მუშაობდა, ხოლო 2018 წელს ნეაპოლურ გუნდში დაბრუნდა.

სხვა სტატიები