KVARAVIGLIOSO - სერია A კვარას სტატისტიკას აქვეყნებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა გამოაქვეყნა და ის როგორც - KVARAVIGLIOSO - შეაფასა. ეს იტალიური სიტყვიდან ნაწარმოები ტერმინია, რომელიც ბრწყინვალეს აღსანიშნად გამოიყენება.
რაც შეეხება სტატისტიკას, იტალიის ჩემპიონატის გვერდმა ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოწყობილი ბენეფისის დროს კვარაცხელიას რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემები გამოარჩია, რომელიც ასე გამოიყურება:
დარტყმა: 5
კარში დარტყმა: 3
გოლი: 1
საგოლე პასი: 2
პასი: 30
ზუსტი პასი: 21
ჯარიმა: 0
წარმატებული გრძელი პასი: 2