Belive

"კვარას დასვენებას არ გამოვრიცხავ" - სპალეტი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

15 აპრილს, 20:00 საათზე, სერია A-ს ეგიდით გასამართ შეხვედრაში "ნაპოლისა" და "ვერონას" დაპირისპირება შედგება. საჩემპიონო გზაზე სპალეტის გუნდი მორიგი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რათა სკუდეტოს ნანატრ ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს.

"ვერონასთან" მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა როტაციას მიმართოს და რამდენიმე ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე დასვას.

"გრაფიკის სიმჭიდროვიდან გამომდინარე სიფრთხილე გვმართებს. როტაცია აუცილებელია - ვერ ვიტყვი, რომ გუნდი დაღლილია, მაგრამ შესაძლოა ცვლილებები განვახორციელო. არ გამოვრიცხავ, რომ კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დავსვა და მატჩში მოგვიანებით ჩავრთო. სამედიცინო ჯგუფთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, დადგინდა, რომ ოსიმენიც შეძლებს თამაშს. დიდი ალბათობით ოსიმენიც სათადარიგოთა სკამზე იჯდება და მატჩში მოგვიანებით ჩაერთვება. მნიშვნელოვანია, რომ "მილანთან" საპასუხო შეხვედრისთვის 100%-ით მზად იყოს.

აუცილებელია ყველა ფეხბურთელმა იცოდეს, რომ გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. 10 ფეხბურთელის შეცვლას ნამდვილად არ ვგეგმავ - კიმი ითამაშებს, რადგან ის სამშაბათს ისვენებს", - ლუჩიანო სპალეტი.

სხვა სტატიები