Belive

კვარა, როგორც კევინ კიგანი | L'EQUIPE-ის კიდევ ერთი სტატია ქართველის შანსებზე

2 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

კევინ კიგანის „ოქროს ბურთი“ 1978 წელს - მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშებლად: პრეცედენტი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას იმედს უღვივებს - ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა სტატიას და იხსენებს შემთხვევას, რომელიც შესაძლოა, კვლავ განმეორდეს.

უდავო ფავორიტის არარსებობის ფონზე, ხმების მოსალოდნელმა გაფანტვამ, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას გზა გაუხსნას ინგლისელი კევინ კიგანის მიღწევის გასამეორებლად - 1978 წელს, კიგანი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მსოფლიო ჩემპიონატის წელს ისე მოიპოვა, რომ მუნდიალზე არც უთამაშია, თუმცა მაშინ რეგლამენტი სრულიად განსხვავებული გახლდათ.

კევინ კიგანი 20 ივლისს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თან წაიღო ისტორიული მიღწევა, რომლის გამეორებასაც 25 წლის ხვიჩა კვარაცხელია ისურვებდა: დაეუფლოს „ოქროს ბურთს“ მსოფლიო ჩემპიონატის წელიწადს ისე, რომ ტურნირზე მონაწილეობაც კი არ მიუღია.

გენიალურმა ინგლისელმა თავდამსხმელმა აღიარებას გერმანულ ჰამბურგში ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ტიტული არ მოუგია. ინგლისის ნაკრებმა მუნდიალის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპზე ბურთების უარესი სხვაობის გამო იტალიას დაუთმო (რომლის ლიდერებმა, რობერტო ბეტეგამ და პაოლო როსიმ, 1978 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, შესაბამისად მე-4 და მე-5 ადგილები დაიკავეს).

მიზეზები:

1. ფენომენალური სეზონი ჰამბურგში

1977 წელს კიგანი ლივერპულიდან გერმანულ ჰამბურგში გადავიდა (იმ დროისთვის სარეკორდო თანხად). მიუხედავად იმისა, რომ ჰამბურგმა იმ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში ტიტული ვერ მოიგო, თავად ინგლისელი თავდამსხმელი შეუდარებელ ფორმაში იყო, გერმანულ ფეხბურთს იდეალურად მოერგო და მოედანზე ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა.

2. ხმების გაფანტვა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ

1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამოკვეთილა ერთი კონკრეტული, უდავო ვარსკვლავი, რომელსაც „ოქროს ბურთს“ უპირობოდ გადასცემდნენ.

ჩემპიონი არგენტინა გახდა (მარიო კემპესის თაოსნობით), თუმცა იმ დროს „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებზე გაიცემოდა, რის გამოც სამხრეთამერიკელები (მათ შორის კემპესიც) ნომინანტებში საერთოდ ვერ ხვდებოდნენ.

რადგან მუნდიალზე ევროპელი ფავორიტი ვერ გამოიკვეთა, ხმების უმრავლესობა საკლუბო დონეზე ყველაზე სტაბილურ და ინდივიდუალურად ძლიერ მოთამაშეს - კევინ კიგანს ერგო.

(სხვათა შორის, 1979 წელს, კიგანმა ჰამბურგთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო და „ოქროს ბურთი“ ზედიზედ მეორედაც დაისაკუთრა).

სხვა სტატიები