"პსჟ-ს ფეხბურთელის წინ წამოწევა უნდათ" | L'EQUPE-ის ყდას ცუდი გამოხმაურება მოჰყვა
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული გამოცემის, L'EQUIPE-ის 2 აგვისტოს ნომრის მთავარ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული - ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი. რედაქციას მითითებული აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვარსკვლავებმა 'თავი ვერ გამოიჩინეს', ამიტომ ხვიჩა, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, ოქროს ბურთისთვის რბოლაში ლეგიტიმურ ადგილს იკავებს. X-ზე ფრანგული გაზეთის ყდას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძირითადად უარყოფითი. მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ გამოცემა პსჟ-ს ბრძანებებს ემორჩილება და რედაქცია დამოუკიდებლად არ მოქმედებს.
სერიოზულად ამბობთ? ეს მთავარი გვერდი კი არა, პარიზული კლუბის (პსჟ) ღია ლობირებაა! რა არგუმენტია, „მსოფლიო ჩემპიონატზე არცერთი მოთამაშე განსაკუთრებულად არ გამორჩეულაო“?! ეს არა მხოლოდ სისულელე, არამედ სრული სიყალბეა. ჟურნალისტუკები, რომლებმაც ეს გამოაცხვეს, პირდაპირ უმუშევართა ბირჟაზე არიან გასაშვები.
არცერთი მოთამაშე არ გამორჩეულა (სიცილი) - მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატზე 10 გოლი გაიტანა და ყველა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, სადაც კი წელს ითამაშა. ოლისეს 7 საგოლე პასი აქვს. ჰარი კეინმა ევროპის „ოქროს ბუცი“ მოიგო. კვარამ რა ქნა ლიგა 1-ში?
აშკარაა, რომ L'Équipe-ს თავისმა ძმაკაცმა, ნასერმა (ალ-ხელაიფიმ) დაურეკა (პსჟ-ს პრეზიდენტი).
როგორ მიხარია, რომ ამ თქვენს (ასეთი ხარისხის პრესაში) აღარცერთ ცენტს აღარ ვხარჯავ. მბაპემ ტურნირის ისტორიაში გოლების რეკორდი მოხსნა და 10 გოლით დაასრულა, ჰოლანდმა და ბელინგემმა შესანიშნავი ტურნირი ჩაატარეს, მაგრამ თურმე „არავინ გამორჩეულა“.
ეს ტიპი მსოფლიო ჩემპიონატზეც კი არ ყოფილა, რა ტიტულის პრეტენდენტი? რას ეწევით?
ჰეი, ნასერს შეუძლია პირდაპირ შეკვეთები მოგცეთ? Uber Eats-ივით მუშაობს თუ როგორ არის საქმე?
პარიზს გარეთ კვარას არავინ იცნობს.
რადგან დემბელე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაფლავდა, ახლა კვარას შემოტენვას ცდილობენ. მაგრამ დამშვიდდით ხალხო, „ოქროს ბურთი“ მბაპესი იქნება.
L'ÉQUIPE-ის კარგი მცდელობაა შემდეგი „ოქროს ბურთის“ გარშემო ინტრიგა შეინარჩუნოს... მაგრამ კარგად იცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა კვარას ფენომენალური გამოსვლის 90% უკვე მიავიწყა ხალხს! დღეს მთელ მსოფლიოს ვინც აღაფრთოვანებს, იმას კილიან მბაპე ჰქვია. - ვკითხულობთ X-ის კომენტარებში
🗞️ La une du journal L'Équipe du dimanche 2 août 2026
— L'Équipe (@lequipe) August 2, 2026
Pour lire votre édition➡️ https://t.co/Z3wMEQpOJw pic.twitter.com/l1iqM2C6oy