კვარა კვლავ ათეულშია - ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით
Goal.com-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ვებგვერდის ვერსიით, ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტად კვლავ საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევი, უსმან დემბელე რჩება.
წინა რეიტინგის მსგავსად, ისევ მე-9 პოზიციაზეა ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც Goal წერს:
,,15 გოლი და 13 პასი 2024-2025 წლების სეზონში; მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სერია A, საფრანგეთის ლიგა 1 და საფრანგეთის თასი.
კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობა ამ სეზონში მის თამაშის დონეს ბოლომდე არ შეესაბამება. საქართველოს ნაკრების გარემარბმა პსჟ-სთან და ნაპოლისთან ერთად ორი ქვეყნის ჩემპიონატის მოგება შეძლო და ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული გუნდის ტრიუმფში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ევროტურნირის პლეი-ოფში რამდენიმე შთამბეჭდავი მომენტი, მათ შორის შესანიშნავი გოლი ასტონ ვილას წინააღმდეგ, ოქროს ბურთის გამოკითხვაში ხმის მიმცემთა ყურადღებას მიიპყრობს.'' - Goal.com
Goal.com-ის რჩეულთა შორის, ხუთეულში მოხვდნენ უსმან დემბელე, ლამინე იამალი, ვიტინია, რაფინია და მოჰამედ სალაჰი. ნომინანტთა შორის ყველაზე მეტი - 9 ფეხბურთელი პარი სენ ჟერმენიდანაა.
,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:
უსმან დემბელე
ლამინე იამალი
ვიტინია
რაფინია
მოჰამედ სალაჰი
კილიან მბაპე
დეზირე დუე
აშრაფ ჰაკიმი
ხვიჩა კვარაცხელია
ნუნო მენდეში
პედრი
ჰარი კეინი
კოულ პალმერი
რობერტ ლევანდოვსკი
ჯანლუიჯი დონარუმა
ვიქტორ დიოკერეში
ჟოაო ნევეში
ვინისიუს ჟუნიორი
მაიკლ ოლისე
ბრედლი ბარკოლა