მბაპე 'ელ კლასიკოში' არ იქნება
მადრიდის რეალის მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, დღეს „ელ კლასიკოსთვის“, ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის განაცხადი დაასახელა. განაცხადში ვერ მოხვდა კილიან მბაპე, მიზეზად კი სახელდება ის, რომ ფრანგმა ბარსელონასთან მატჩისთვის მომზადება ვერ მოასწრო - რეალს დაუბრუნდა ტიბო კურტუა.
ტრავმების გამო სიაში არ არიან დანი კარვახალი, ფერლან მენდი, ედერ მილიტაო, არდა გიულერი, როდრიგო, ფედერიკო ვალვერდე, ტექნიკური გადაწყვეტილებით კი სებალიოსი გამოეთიშა გუნდს.
ტიტულის ოფიციალურად მოსაპოვებლად ბარსელონას დღეს გამარჯვება ან ფრე სჭირდება.
რეალის განაცხადი:
მეკარეები: კურტუა, ლუნინი და სერხიო მესტრე.
მცველები: ალაბა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ასენსიო, კარერასი, ფრან გარსია, რუდიგერი, ჰიუსენი და დავიდ ხიმენესი.
ნახევარდაცვა: ბელინგემი, კამავინგა, ჩუამენი, ტიაგო პიტარჩი, კისტერო და პალასიოსი.
შეტევა: ვინისიუს ჟუნიორი, გონსალო გარსია, ბრაჰიმ დიასი და მასტანტუონო.
📋✅ ¡Nuestros convocados!
— Real Madrid C.F. (@realmadrid) May 10, 2026
🆚 @FCBarcelona_es pic.twitter.com/p73EWA2lft