Belive

,,კვარა გამანადგურებელია'' - მედიის გამოხმაურება ბაიერნისა და პსჟ-ს მატჩზე

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი 6:5 დაამარცხა და ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

გუშინდელ შეხვედრას საერთაშორისო მედიაში, რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება მოჰვა. ინგლისში მიიჩნევენ, რომ არსენალს 30 მაისის ფინალში გამარჯვებისთვის „გმირობის“ ჩადენა დასჭირდება, გერმანული მხარე კი „სამსაჯო სკანდალზე“ საუბრობს:

,,პარი სენ ჟერმენმა რიტმიდან ამოვარდნილი ბაიერნი გაანეიტრალა. მათი ფინალში გასვლა შავი სამუშაოს იდეალურად შესრულების დამსახურებაა, რაც მათთვის 30 მაისს, ბუდაპეშტში, ფასდაუდებელი იქნება.'' - The Guardian
,,პსჟ-ს დამარცხება თითქმის შეუძლებელი მისია ჩანს. ახლა არტეტაზეა დამოკიდებული, იპოვის თუ არა იგი გამოსავალს...'' - The Sun
,,არსენალი ფორმის პიკში უნდა იყოს, რათა პსჟ-სთან კონკურენციის რაიმე იმედი მაინც ჰქონდეს, პარი სენ ჟერმენი მორიგ სენსაციურ სეზონს ატარებს.'' - The Mirror
,,არსენალის ფანებო, თქვენი გუნდი ბრწყინვალეა და ნამდვილად შესწევს ძალა პსჟ-ს პრობლემებიი შეუქმნას, მაგრამ ეს პსჟ უბრალოდ სხვა დონეა... წელს ისინი კიდევ უფრო ძლიერები არიან. ნამდვილი გმირობა იქნება საჭირო ლუის ენრიკეს მიერ შექმნილი ამ ,,საბრძოლო მანქანის“ შესაჩერებლად. არ ვაზვიადებთ, ეს არის გუნდი, რომელიც ეპოქას შექმნის...'' - The Daily Mail
,,ლუის ენრიკეს გუნდმა მეტოქე გამოფიტა. ისე ჩანდა, თითქოს, ბაიერნი ერთ ადგილს ტკეპნიდა.'' - AS
,,სამსაჯო სკანდალი! ბაიერნის ტრებლის ოცნება დაიმსხვრა...'' - Bild
,,დაუცველი მარჯვენა ფლანგი და საუკეთესო კვარაცხელია, რომელიც აქ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. კვარა გამანადგურებელია!'' - La Gazzetta dello Sport

პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალს დაუპირისპირდება. გადამწყვეტი მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები