კრიშტიანუ რონალდუ შვეიცარიასთან მატჩს გამოტოვებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემა არ გვაქვს. ეს ჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. შვეიცარიაში 26 ფეხბურთელით გამგზავრება, მაშინ როცა თამაში მხოლოდ 23-ს შეუძლია, უაზრობა იქნებოდა. უბრალოდ, ამ ფეხბურთელებს მატჩის გამოტოვება მოუწიათ, სულ ესაა,'' - განაცხადა სანტუშმა.დღეს, ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხე ტურში, შვეიცარია პორტუგალიას უმასპინძლებს, მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. სანტუშის გუნდი ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს.