რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
პორტუგალიელები 17 ივნისს ბოსნიას შეხვდებიან, 20-ში კი – ისლანდიას.
მეკარეები - დიოგუ კოშტა, ჟოზე სა, რუი პატრისიუ.
მცველები - დიოგუ დალო, ნელსონ სემედუ, ჟოაუ კანსელუ, რაფაელ გერეირო, პეპე, რუბენ დიაში, ანტონიო სილვა, გონსალუ ინასიუ, ტოტე გომეში.
ნახევარმცველები - დანილო პერეირა, ჟოაუ პალინია, რუბენ ნევეში, ბერნარდუ სილვა, ბრუნო ფერნანდეში, ოტავიო, ვიტინია, რენატუ სანჩესი, რიკარდუ ორტა.
თავდამსხმელები - ჟოაო ფელიქსი, დიოგუ ჟოტა, კრიშტიანუ რონალდუ, რაფაელ ლეაუ, გონსალუ რამოსი.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ორი ტურის შემდეგ პორტუგალიას 6 ქულა აქვს და J ჯგუფის პირველ პოზიციაზეა.
Os Escolhidos 🫡 Estes são os convocados para os jogos de qualificação para o Europeu! #VesteABandeira pic.twitter.com/X8Za6Dp9hl
— Portugal (@selecaoportugal) May 29, 2023