Belive

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი : "წილისყრით კმაყოფილი ვარ"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ევრო 2024-ის ჯგუფების გარკვევის შემდეგ კომენტარი გააკეთა :

F ჯგუფში ყოფნა დამატებითი დროა იმისთვის, რომ პირველი თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ. რაც შეეხება მეტოქეებს, ყველა რთული მეტოქეა. ისინი, ვინც პლეი ოფიდან მოდიან ძლიერები არიან, რადგან დამატებითი იმპულსი ექნებათ და გამარჯვებულის მენტალიტეთით ჩამოვლენ. ის ფაქტი, რომ ჩეხეთს ამ ეტაპზე მწვრთნელი არ ჰყავს, ცოტა გაურკვევლობას მიტოვებს, მე მათ კარგად ვიცნობ, კარგი მოთამაშეები ჰყავთ. თურქეთმა მოიგო ჯგუფი ხორვატიასთან და უელსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უმაღლეს დონეზე თტამაშობენ და კონკურენტუნარიანები არიან. - განაცხადა რობერტო მარტინესმა

შეგახსენებთ, რომ მარტის თამაშების ჩვენს სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, საქართველო სწორედ პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად F ჯგუფში ითამაშებს.

სხვა სტატიები