Belive

რონალდო: "კრიშტიანუს მაღალი თვითშეფასება აქვს, მაგრამ არის ის საუკეთესო?! არა..."

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა და ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა - რონალდო ნაზარიომ, პირს მორგანთან კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუს ყურების შემდეგ კომენტარი გააკეთა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ პირს მორგანთან ინტერვიუში, კრიშტიანუ რონალდუმ თქვა, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

„ზოგიერთ ადამიანს მაღალი თვითშეფასება აქვს, ასეთია კრიშტიანუ რონალდუც. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ საუკეთესოა? არ ვეთანხმები. თუმცა მის აზრს პატივს ვცემ - ის ნამდვილად უდიდესთა შორისაა, ტოპ 10-ში." - რონალდო ნაზარიო

რონალდო ნაზარიოს არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ლეო მესია და ეს მარტო მისი ფეხბურთის თამაშით არ განისაზღვრება.

ჟურნალისტმა პირს მორგანმა, რომელიც წლების განმავლობაში არ ერიდებოდა რონალდუსადმი თავისი სიმპათიის აღიარებას, შემოგვთავაზა ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც მესიზე უკეთესები არიან. სპორტის ინგლისელი ჟურნალისტის აზრით, 21-ე საუკუნეში, უფრო დიდი მემკვიდრეობა დატოვეს კრიშტიანუ რონალდუმ, რონალდო ნაზარიომ, ტიერი ანრიმა და რონალდინიომ - მათ შემდეგ კი ლეო მესი მოდის.

სხვა სტატიები