Belive

ანტუან გრიზმანი: "რასაც ატლეტიკოსადმი ვგრძნობ, სიყვარულზე მეტია"

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის არსენალთან მატჩის წინ მადრიდის ატლეტიკოს ლიდერი, ანტუან გრიზმანი გუნდში გატარებულ პერიოდს იხსენებს და როხიობლანკოსთან დატოვების შესახებ საუბრობს.

"რეალ სოსიედადმა კარი გამიღო ჩემთვის რთულ პერიოდში, 14 წლის ასაკში. როდესაც სოსიედადი დავტოვე, ვთქვი, რომ სხვა კლუბის მიმართ იგივეს აღარასდროს ვიგრძნობდი, მაგრამ როდესაც ატლეტიკოს შევუერთდი, ისევ იგივე ვიგრძენი. ამას უბრალოდ სიყვარულზე მეტს დავარქმევდი.

კლუბის ფერების, ლოგოსა და ფეხბურთის სიყვარული. ატლეტიკოს გულშემატკივრებს უყვართ ფეხბურთი და აფასებენ შრომისმოყვარეობას. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დავუახლოვდი სწრაფად გუნდს და მის გულშემატკივრებს.

არ ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალის პირისპირ ნათამაშებ მატჩზე, პენალტების სერიაზე და გამოუყენებელ თერთმეტმეტრიანზე, მაგრამ ყოველთვის, როცა მეგობრებთან ან თანაგუნდელებთან ერთად ვსაუბრობთ ტურნირზე, ეს მომენტი ყოველთვის თვალწინ მიდგება: 2016 წელი, ჩემი პენალტი.

ამ სეზონში ფინალში გასვლა ძალიან ღრმა ჭრილობას მოაშუშებდა, მაგრამ წარსულთან გამკლავების ერთადერთი გზა წლევანდელი ტურნირის მოგებაა.

სიმეონემ ყველაფერი მომცა და მეც ყველაფერი მივეცი მას. მომწონს და ყოველთვის მომწონდა მასთან მუშაობა. ვიცი, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ის ჩემთვის კარგ მეგობრად დარჩება და ჩვენ ყოველთვის ძალიან ახლოს ვიქნებით.

მეკარესთან პირისპირ თამაშზე მეტად კარგი საგოლე გადაცემა მომწონს. მე უფრო რამდენიმე შეხების მოთამაშე ვარ. დიდად სანახაობრივი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, ჩემი პარტნიორებისთვის შანსები  შევქმნა და მეტოქე გავაოცო, როგორც ეს ტოტენჰემთან მატჩში გამოვიდა", - ამბობს ანტუან გრიზმანი.

მადრიდის ატლეტიკო ლონდონის არსენალს საწყის მატჩში 29 აპრილს საშინაო კედლებში უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები