კრიშტიანუ რონალდუ: "ამ მუნდიალზე პორტუგალია დიდებულ რაღაცეებს შემოგთავაზებთ"
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიფრინავს. გამგზავრების წინ, აეროპორტში, მედიის ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, გუნდის კაპიტანი და ლიდერი - კრიშტიანუ რონალდუ მოექცა.
ჟურნალისტებმა ლეგენდარულ ფორვარდს მისი ფიზიკური კონდიციების შესახებ ჰკითხეს, რაზეც რონალდუმ საკუთარ სტილში, ირონიული და თავდაჯერებული პასუხით უპასუხა.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ნუთუ ბოლო დროს ჩემს თამაშებს არ უყურებთ?! - კრიშტიანუ რონალდუ
ნაკრების ლიდერმა გუნდის განწყობასა და იმ მოლოდინებზეც ისაუბრა, რომელიც პორტუგალიელ ქომაგებს ამ ამბიციური მუნდიალის წინ აქვთ.
"„ამ მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი იმედებითა და ამბიციებით მივდივართ. მჯერა, რომ ეს თაობა პორტუგალიას უდიდეს მწვერვალებსა და წარმატებას მოუტანს." - კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუსთვის ეს კარიერაში მორიგი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მიუხედავად ასაკისა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი აჩვენებს, რომ ბრძოლისთვის მზადაა, ახალგაზრდული და ნიჭიერი თაობით დაკომპლექტებული პორტუგალიის ნაკრები კი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ნათელია, რომ კაპიტანს ამერიკულ მიწაზე მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - მსოფლიოს ჩემპიონობა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრები K ჯგუფში გამოვლენ, სადაც კონგოს, უზბეკეთსა და კოლუმბიას დაუპირისპირდებიან.